მთავრობის ადმინისტრაციასთან, დღეს, 19:00 საათზე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სოფო ჯაფარიძემ, საზოგადოებას მოუწოდა, რომ გამოვიდნენ და დედების გვერდით დადგნენ.
„დღეს პრემიერმა დაგვცინა, ყველაზე უნამუსო, უღირსი და არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა, რომლითაც მთელ საქართველოს დაგვცინა. თითქოს ჩვენ ყველა ვიტყუებით და ამ ბავშვებს სასიცოცხლოდ არ სჭირდებათ ეს მედიკამენტი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, გამოდით, დაგვიდექით გვერდში, ნუ შეგეშინდებათ. 19:00 საათზე გელოდებით მთელ საქართველოს, ყველა დედას, ყველა მამას, ბაბუას, ბებიას, შვილს და ყველა ადამიანს, ვისაც გული გტკივათ. მოდით, დაგვიდექით გვერდში, ვიბრძოლოთ ბოლომდე და გადავარჩინოთ ამ ადამიანების სიცოცხლე“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.