პრემიერი - ჩვენ 465 მლნ ლარი გამოვყავით და სოციალურად დაუცველ 223 000 ბავშვს, თვეში 200-ლარიან დახმარებას ვაძლევთ, ამისთვის გამოყოფილია 465 მლნ ლარი მაშინ, როცა 2012 წლამდე ამ მიმართულებით დაფინანსება იყო 0 ლარი

სოციალურად დაუცველ 223 000 ბავშვს თვეში ვაძლევთ 200 ლარს, რისთვისაც წელს 465 მლნ ლარი გამოვყავით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლამდე იყო 0 დაფინანსება ამ მიმართულებით.

„მე მინდა შევახსენო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩართული არიან ამ კამპანიაში. 2012 წლამდე იყო 0 დაფინანსება ამ მიმართულებით. არავის არ აძლევდნენ, არც ბავშვებს და არც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს დაფინანსებას. 0 ლარი იყო, 1-ელი ივლისიდან იქნება 200 ლარი. დღეს არის 150 ლარი თითო ბავშვზე დახმარება. ჩვენ ძალიან მარტივად გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2012 წლიდან დღემდე 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა დავაფინანსეთ 3 მილიონზე მეტი ბენეფიციარის. ჩვენს 3 მლნ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა. რა ხდებოდა 2012 წლამდე - ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 145 მლნ ლარი თუ არ ვცდები, ასეთი პროგრამის დასაფინანსებლად. ჩვენ 7 მილიარდი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში. თქვენ გახსოვთ, რომ არათუ აქონდროლპაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარება, საერთოდ მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად უწევდათ ბინების გაყიდვა, ავტომობილების გაყიდვა და ა.შ. ძალიან ბევრი ვერ ახერხებდა მკურნალობის მიღებას და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას. ბევრი ლეტალური/ფატალური შედეგით მთავრდებოდა. აი, ეს მდგომარეობა იყო. ეს ადამიანები, რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღეს თურმე ძალიან ღელავენ აქონდროპლაზიის მქონე დაავადების ბავშვებზე. ეს ხომ ფარისევლობაა და სიყალბეა.

ასევე, მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტიანი ბავშვების მქონე პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე დაახლოებით. ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. ჩვენ წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, უფრო მეტიც, ყველა იმ საჭიროებისა, რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად. ჩვენ, ასევე, შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, ამიტომ, რა თქმა უნდა, მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება. ასევე იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მასშტაბური პროექტები, რაც უკავშირდება ბავშვებს და ჩვენს შვილებს, ბაღების მშენებლობა იქნება ეს, 885 ბაღების მშენებლობა დავიწყეთ, რეაბილიტაცია. 800 სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია არის დაწყებული, აქტიურ ბაზაში არის. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პირობები, შევუქმნათ ჩვენს შვილებს და ახალგაზრდა თაობას.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არც ერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც საჭიროა გავაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ ამას ჭირდება დრო და ნაკლები ემოციები. მე მესმის ყველა ადამიანის და მათ შორის მათი, რომელთა შვილებიც არიან ამ მძიმე დიაგნოზით, მაგრამ ჩვენ მათ გვერდში ვიდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა ძალიან მალე. თანხაზე არ არის საუბარი და ძალიან გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს და მინდა ყველა მშობელმა იცოდეს, რომ თანხაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი სწორად იმართოს და ჩვენ ამ წამლის მიცემით რაღაც დიდი უბედურება არ დავმართოთ ამ ადამიანებს. როცა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები არ აკეთებენ, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ის. 200 ქვეყანაში არ უნდა ვიყოთ გამონაკლისი,“ - განაცხადა პრემიერმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი