თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე ორგანოთა და ქსოვილების უჯრედების გადანერგვის თაობაზე ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცეს

ორგანოთა და ქსოვილების უჯრედების გადანერგვას ახალი კანონპროექტი დაარეგულირებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტში განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„დღეს მთავრობის სხდომაზე ორგანოთა გადანერგვისა და ასევე, ქსოვილების უჯრედების გადანერგვის ახალი საკანონმდებლო პაკეტი გავიდა და დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის ტრანსპლანტაციის სერვისისთვის ახალი კანონმდებლობა. არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება ერთ მილიონ მოსახლეზე, რაც ქმნის რეალურად ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა, აყალიბებს სრულყოფილ სისტემას იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების, სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაციის სერვისი. უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო კავშირები ამ მიმართულებით. საკანონმდებლო ჩარჩოს განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა გაბუნიამ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა