პრემიერი - ჩვენ 30 მლნ ლარამდე ვაფინანსებთ დიაბეტის მქონე ყველა ბავშვს, წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, ანალიზებსა და მკურნალობას ყველაფერს სრულად ვაფინანსებთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მოქმედ პროგრამას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მთავრობა დაახლოებით 30 მლნ ლარით აფინანსებს დიაბეტის მქონე ყველა ბავშვს, რა სერვისებიც წელს კიდევ უფრო გაფართოვდა.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამას. ჩვენ დაახლოებით, 30 მლნ ლარამდე ვაფინანსებთ ყველა ბავშვს. წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები იმის მიხედვით, რაც რაც სჭირდებათ - ანალიზებისა და მკურნალობის ჩათვლით, ყველაფერს სრულად ვაფინანსებთ. ჩვენ ასევე, შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, ამიტომ, რა თქმა უნდა, მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი