სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები იმყოფებიან.
მშობლებმა სახალხო დამცველს უთხრეს, რომ მათ ადამიანური პირობები სჭირდებათ.
„თუ ჩვენს უფლებებს დაარღვევენ, დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ, რაც ჩვენი თავდაცვის მიზანი იქნება. როგორც სახალხო დამცველმა მოითხოვეთ, რომ ადამიანური პირობები მოგვცენ, რაც გვჭირდება. კარგია, რომ საბჭოში ჩართული ხართ. დანარჩენს მივხედავთ. გთხოვთ, არ დაირღვეს ჩვენი უფლებები. „პუფი“ რომ შემომეტანა, ორმა პოლიციელმა ხელი მირტყა. ეს ნორმალური არ არის. გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.
თავის მხრივ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი ყველაფერს აკეთებს.
„როგორც სახალხო დამცველი, გვერდში გიდგავართ. ყველაფერს ვაკეთებთ. ადამიანურად, მორალურად, თქვენს თქვენს გვერდში ვართ. სახალხო დამცველის აპარატი ყოველდღე მუშაობს, დღესაც გვქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან“, - აღნიშნა იოსელიანმა.