გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აპრილს, 11:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ზემო შუახევი, ბურღულები, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, ახალი კადოეთი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 12:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, ლიშო, მამადაანები, გოჯიაანები, კვერნაულა, სხლოვანი, ჭიაურა, ღორღა, ქუშხევი, არტანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.