The Wall Street Journal  - რუსულ გემებს კასპიის ზღვის გავლით დიდი რაოდენობით ირანული საარტილერიო ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა გადააქვთ

რუსულ გემებს კასპიის ზღვის გავლით დიდი რაოდენობით ირანული საარტილერიო ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა გადააქვთ, რაც ქმნის სულ უფრო მეტ პრობლემას ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობა. ამის შესახებ სტატიას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

The Wall Street Journal-ი მაღალჩინოსნებსა და იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებსაც სტატიაზე მუშაობისას გაეცნო, წერს, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გემებმა ირანიდან რუსეთში 300 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი და მილიონო საბრძოლო მასალა გადაიტანეს.

სტატიის თანახმად რუსეთისთვის ირანიდან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით სადაზვერვო ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს მიეწოდა.

იარაღის უკანასკნელი პარტია, რომელიც კასპიის ზღვის გავლით რუსეთში აღმოჩნდა, ირანიდან მარტის დასაწყისში გავიდა და 1000 კონტეინერში მოთავსებული 2000 საარტილერიო ჭურვი გადაიტანა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა