კრწანისის რაიონში შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

თბილისს შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება - N108 ბაგა-ბაღი კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე შენდება. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მშენებლობის პროცესს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან, კრწანისის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.

„ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტით, მათ შორის კვების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. შენობა ადაპტირდება შშმ პირთათვის, გამწვანდება ეზო და განთავსდება სათამაშო მოედნები.

საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს. დასაქმდება 50-მდე მოქალაქე. პროექტის ღირებულება 4 450 000 ლარია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა