მიხაილო პოდოლიაკი The Washington Post-ის სტატიაზე - მსგავსი პუბლიკაციები აყალიბებენ აზრს დასავლეთის დედაქალაქებში, თითქოს უკრაინა არის უგუნური, ინფანტილური და იმპულსური ქვეყანა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დასავლურ მედიებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები გააკრიტიკეს, რომელთა მიხედვითაც უკრაინა ომის ერთი წლის თავზე რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისთვის ემზადებოდა.

როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, მსგავსი პუბლიკაციები მცდარ აზრს აყალიბებენ ევროპის დედაქალაქებში უკრაინასთან დაკავშირებით.

„მსგავსი პუბლიკაციები, რომელიც „ანონიმურ წყაროზე“ დაყრდნობით ქვეყნდება, ასრულებენ მხოლოდ ერთ კატასტროფულ ფუნქციას: აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს დასავლეთის დედაქალაქებში, თითქოს უკრაინა არის უგუნური, ინფანტილური და იმპულსური ქვეყანა, რომელსაც ზრდასრულმა ადამიანმა არ შეიძლება ანდოს სერიოზული იარაღი. განზრახ თუ უნებლიედ კეთდება ეს - სხვა საკითხია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სინამდვილეში უკრაინა ომს „რკინის მათემატიკური ლოგიკით“ უდგება.

„ჩვენ გვჭირდება შორი რადიუსის რაკეტები რუსული ლოგისტიკის გასანადგურებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე გვჭირდება სხვადასხვა სახის ავიაცია ცის დასაცავად და რუსული საფორტიფიკაციო აღჭურვილობის გასანადგურებლად. ეს არის წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციისა და დანაკარგის მინიმიზაციის მთავარი შემადგენელი“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, დღეს The Washington Post-მა , ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ წლისთავზე, კიევის ოფიციალური პირები მოსკოვზე თავდასხმას გეგმავდნენ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ