ნინო წილოსანი და ბაია კვიციანი მოსწავლეებს შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი ბაია კვიციანი თბილისის 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, საბჭოს წევრები მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე, ქალების როლზე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, თანასწორობის მნიშვნელობაზე, დისკრიმინაციის ფორმებზე, სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა ჩართულობაზე და ამ კუთხით საბჭოს მიერ ჩატარებულ თემატურ მოკვლევებზე ესაუბრნენ. საუბარი ასევე შეეხო გენდერულ კვოტირებასა და გენდერულ სტერეოტიპებს.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ყოველკვირეულად გაიმართება.

„საბჭოს ინიციატივაა, შევხვდეთ ბავშვებს და გავაცნოთ გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული პრინციპები, რაც მნიშვნელოვანია. ეს ახალგაზრდები ჩვენი მომავალი თაობაა, რომელიც გათავისუფლებულია სტერეოტიპებისგან, თუმცა შეუძლიათ უფრო მეტის გაკეთება თავიანთი მიდგომებით, განვითარებით და აქტივობით. ამიტომ, ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდება და მათ შორის ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სწორი განვითარებისთვის", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი