პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები - ნატო მზად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგინოს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს

ნატო-მ უკრაინის წევრობის მკაფიო გზა უნდა განსაზღვროს, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, იქამდე კი - მზად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგინოს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს - ამის შესახებ საუბარია ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს მატეუშ მორავეცკის, პეტერ ფიალასა და ედუარდ ჰეგერს ეკუთვნის.

პრემიერ-მინისტრები მიიჩნევენ, რომ ახლა უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების დაგეგმა ნაადრევი არ არის, რადგან მთავრობის მეთაურების განმარტებით, არ იქნება უკრაინის მდგრადი აღდგენა და ინვესტიციები, თუ უკრაინას შესაძლებლობა არ ექნება დაიცვას საკუთარი თავი მორიგი აგრესიებისგან.

სამი ქვეყნის პრემიერი მიიჩნევს, რომ ვილნიუსში ნატო-ს მორიგ სამიტზე, მას მოუწევს რთულ, თუმცა გარდაუვალ კითხვებზე პასუხის გაცემა ალიანსის მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის მის დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ და რუსეთთან ურთიერთობის მომავალ სტრატეგიასთან დაკავშირებით.

თავის სტატიაში პრემიერები საუბრობენ, რომ 2008 წელს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ისევე როგორც საქართველოს მომავალი ნატო-ს წევრობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

„ახლა დადგა დრო ალიანსისთვის განსაზღვროს მკაფიო და საიმედო გზა უკრაინის წევრობისთვის, თუ და როცა კიევი მოისურვებს და როცა მას მისცემს ამის საშუალებას გარემოებები. იქამდე კი ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უზრუნველვყოთ მისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას უკრაინას გახდეს „ნაცრისფერი ზონა“,- ნათქვამია სტატიაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა