სერგეი ლავროვი - მივუახლოვდით სახიფათო და შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს

მსოფლიო, ისევე როგორც ცივი ომის წლებში, მიუახლოვდა სახიფათო და შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ისევ, როგორც ცივი ომის წლებში, მივუახლოვდით სახიფათო და, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს. სიტუაციას ამძიმებს მრავალმხრივობისადმი რწმენის დაკარგვა, როდესაც დასავლეთის ფინანსური და ეკონომიკური აგრესია ანადგურებს გლობალიზაციის სარგებელს. როდესაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ტოვებენ დიპლომატიას და მოითხოვენ დაპირისპირებას „ბრძოლის ველზე". ეს ყველაფერი - გაერო-ს კედლებშია, რომელიც შეიქმნა ომის საშინელებების თავიდან ასაცილებლად. პასუხისმგებელი, საღად მოაზროვნე ძალების ხმები, მოწოდებები, რომ აჩვენონ პოლიტიკური სიბრძნე, დიალოგის კულტურის აღორძინება, ჩაძირულია მათ მიერ, ვინც აიღო კურსი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების შელახვის მიზნით“, - განაცხადა ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

ის გამოვიდა მოწოდებით, დაუბრუნდნენ საწყისებს - გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვას „მთელი მათი მრავალფეროვნებითა და ურთიერთკავშირებით“.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა