ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა 2238 უკრაინელი ტყვე დაიბრუნა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოფიციალურმა კიევმა 2238 უკრაინელი ტყვეს გათავისუფლება შეძლო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟიტომირში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის 140 სამოქალაქო პირი იყო.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ტყვეთა ძიებისა და გათავისუფლების გაერთიანებული ცენტრი არ წყვეტს მუშაობას არც დღისით და არც ღამით.

მისი თქმით, სპეციალისტები დაკავებულები არიან როგორც ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების ასევე ოკუპანტების მიერ გატაცებული სამოქალაქო პირების გათავისუფლების საკითხით.

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების მხრიდან ფართო გამოყენება აქვს წამებას, პირველ რიგში, ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების მიმართ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა