რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი  - თუ ვაშინგტონი ვითარებას ორ უძლიერეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის სამხედრო შეტაკებამდე მიიყვანს, მთელი მსოფლიოს ბედი შემაშფოთებელი იქნება

ორ ბირთვულ სახელმწიფოს - რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკები მუდმივად იზრდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და იარაღის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა.

„თუ აშშ გააგრძელებს რუსეთთან დაპირისპირების მიმდინარე კურსს, მაშინ ახალი START-ის [(სტრატეგიული იარაღის შემცირების] ხელშეკრულების ბედი შეიძლება წინასწარ გადაწყვეტილი აღმოჩნდეს. თუმცა, უარეს შემთხვევაში, ანუ თუ ვაშინგტონი ვითარებას ორ უძლიერეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის სამხედრო შეტაკებამდე მიიყვანს, მაშინ შემაშფოთებელი იქნება არა ახალი START-ის, არამედ მთელი მსოფლიოს ბედი”, - აღნიშნა ერმაკოვმა.

მისი თქმით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად, აშშ-მა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას „კონკრეტული ნაბიჯები დეესკალაციის კუთხით და უარი თქვას რუსეთის უსაფრთხოების შელახვისკენ მიმართულ კურსზე“.

„უარყოფითი ტენდენციის შესაცვლელად სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა ერმაკოვმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი