ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი მასშტაბური პროექტი Starring Georgia ხელს შეუწყობს ბევრად მეტი ტურისტის ჩამოყვანას და შემოსავლების გაზრდას

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ახალი მასშტაბური პროექტის Starring Georgia-ს მნიშვნელობაზე საუბრობს.

მაია ომიაძის განცხადებით საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა, ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული რაოდენობის, ასევე შემოსავლების გაზრდას და ქვეყნის იმიჯის ამაღლებას.

„საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი მასშტაბური პროექტი Starring Georgia ხელს შეუწყობს ბევრად მეტი ტურისტის ჩამოყვანას, რაც შესაბამისად შემოსავლებზე აისახება. ყველა დიდი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ტარდება და განსაკუთრებით საერთაშორისო ვარსკვლავების შოუები, ქვეყნის ცნობადობაზე ძალიან პოზიტიურად აისახება. აღსანიშნავია, რომ მელომანები როდესაც ტურნეს, ვარსკვლავს მიყვებიან და კონცერტის მიზნით მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრად უფრო დიდი ხნით რჩებიან ტურისტებად“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს.

„Starring Georgia“ –ს კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

„Nile Rodgers & Chic“ / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

„FKJ“ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

„Damian Lazarus“ / 10 აგვისტო / „The Social Space“

„The Killers“ / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“

„All Day I Dream“ / 18 აგვისტო / „The Social Space“

„Imagine Dragons “/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა