ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი 110.1%-ით შეასრულეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტი 110.1%-ით ანუ 43.8 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 478.7 მლნ ლარი, რაც გეგმაზე (434.95 მლნ ლარი) 43.8 მლნ ლარით მეტია.

„სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 72.2 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 3 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2023 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 315.0 მილიონი ლარი, რაც გეგმის 114%; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 83.8 მილიონი ლარი - რაც გეგმის 106%; შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 71.7 მილიონი ლარი - რაც გეგმის 101%; შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 6.6 მილიონი ლარი - რაც გეგმის 106 %“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა