საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა, 28 აპრილს საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებებს დროს კატრინ კოლონა გამოხატავს მხარდაჭერას კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნულია უწყების პრესრელიზში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტამდე, კატრინ კოლონა 26-28 აპრილს აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.