შემოსავლების სამსახური საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობის პროცესის დროებით შეჩერებაზე ინფორმაციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობის პროცესის დროებით შეჩერებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა მომსახურების სრული აღდგენა დროულად მოხდეს.

„გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS - ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.