გვსურს, საქართველომ დამსახურებაზე დაფუძნებით მიაღწიოს წარმატებას და გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი „ტვიტერზე“ წერს, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ეხმაურება.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან. გვსურს, საქართველომ დამსახურებაზე დაფუძნებით მიაღწიოს წარმატებას და გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. გვინდა, ვიხილოთ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა. სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.