კუპიანსკში რუსების რაკეტა მუზეუმის შენობას მოხვდა, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კუპიანსკის ცენტრს S-300 რაკეტით დაარტყეს, რომელიც ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობას მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, ორი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

„ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ყველა განყოფილება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რათა ნანგრევები რაც შეიძლება მალე გაიწმინდოს და დავეხმაროთ ადამიანებს“, - განაცხადა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა