საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი საერთაშორისო დონის კვლევას ატარებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი ცირა დანელია, პროფესორების ზვიად კოვზირიძის და ნათელა ნიჟარაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „მრავალფუნქციური ნანოკომპოზიტების მიღება და შესწავლა B4C-SiC-TiC-BN-Al2O3 სისტემაში ტურბინების დისკებისა და ფრთებისათვის, მაღალტემპერატურული და ცვეთამედეგი კვანძებისათვის“, მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თემა მოიცავს კაზმების და მათში შემავალი კომპონენტების მასის პროცენტის განსაზღვრას თეორიულად გაანგარიშებული მონაცემების მიხედვით, კომპონენტების დაფქვის ოპტიმალური რეჟიმის შერჩევას სასურველი ზომის და შემადგენლობის ფხვნილების მისაღებად.

როგორც დოქტორანტი, ცირა დანელია აცხადებს, სამუშაო მოიცავს შერჩეული კომპონენტების დაფქვას, აწონვასა და ნარევების მომზადებას. კვლევის დროს ხდება მომზადებული ნარევების დაწნეხვა ცხელი და ცივი წნეხვის მეთოდებით და მიღებული კომპოზიციური მასალების მედეგობის განსაზღვრა თერმული დარტყმების მიმართ. ასევე, წყალშთანთქმის განსაზღვრა, მექანიკური სიმტკიცის განსაზღვრა ღუნვაზე და კუმშვაზე და ა.შ.

„ეს არის საერთაშორისო დონის აქტუალობის თემა, სადაც შემუშავებულია მაღალი მოდულური თვისებების მქონე ნანოკომპოზიტების შემადგენლობები B4C-SiC-BN-TiC-Al2O3 სისტემების ბაზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დონეზე ჟანგბადიან და უჟანგბადო ნაერთების არ/ან ძნელად თავსებადობის გამო, ასეთ სამუშაოებს ერიდებიან. სწორედ ეს სირთულე იყო ჩვენი ინტერესი და ის დაძლეულ იქნა. ცხელი წნეხვით 1620 0C-ზე, კომპონენტების სწორი რეცეპტურული შერჩევით. ტექნოლოგიური ოპერაციების ზუსტი შესრულებით. მიღებულ იქნა მაღალი საექსპლოატაციო თვისებების მქონე კომპოზიტი ტექნიკის საპასუხისმგებლო დარგებისათვის, როგორებიცაა: რაკეტულ-კოსმიური ტექნოლოგიები, წყალქვეშა ტექნოლოგიები, ჯავშანტექნიკის მასალები და სხვა. შესწავლილია კომპოზიტების თითოეული კომპონენტის ზოგიერთი ფიზიკურ-ტექნიკური თვისებები მაღალი ტემპერატურის პირობებში. დადგენილია, რომ მიღებული კომპოზიტები დეფორმაციისა და ბზარების გარეშე უძლებენ თერმიულ დარტყმებს: 800OC –წყალი, 20-ზე მეტ ციკლს, მაშინ როცა ტექნიკურმა ფაიფურმა მხოლოდ 5 ციკლს გაუძლო. სისტემის კომპონენტების თვისებების შესწავლით დადგენილია, რომ ოპტიმალური შედგენილობის კომპოზიტების თვისებები განაპირობებს მათი გამოყენების შესაძლებლობას მაღალი ტემპერატურისა და ცვეთის პირობებში ექსპლუატაციისათვის, მაგალითად კოსმოსური აპარატებისა და სხვა მსგავსი მანქანების მშრალი ხახუნის საკისარებში, ე.წ. თვით შემზეთი საკისარები. ბორის კარბიდში B11 იზოტოპის შემთხვევაში, აღნიშნული კომპოზიტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ატომურ რეაქტორებში ნეიტრონების ამრეკლებად. ნანოკომპოზიტები, მათში შემავალი კომპონენტების დაბალი სიმკვრივისა და შედარებით მაღალი სიმტკიცის გამო რეკომენდებულია ინდივიდუალური და თვითმფრინავების კაბინების ჯავშნების დასამზადებლად, მძიმე ჯავშან-ტრანსპორტიორების ჯავშნის დასამზადებლად. ნანოკომპოზიტები, მათი კომპონენტების მაღალი სისალის გამო, შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე, როგორც მჭრელი მასალა ძნელად დასამუშავებელი მასალების ტექნოლოგიაში: ლეგირებული თუჯის, ნაწრთობი ფოლადის და სხვ. ამ მასალებზე მოთხოვნილება საქართველოს პირობებში არსებობს და ისინი შემოაქვთ უცხოეთიდან“, - აცხადებს დოქტორანტი. .

ინფორმაციისთვის, 2023 წლის 21-23 აპრილს ტოკიოს მსოფლიო კონგრესი - Tokyo 7th International Innovative Studies and Contemporary Scientific Research Congress, ჩატარდა, სადაც პრეზენტაციისთვის და გამოსაქვეყნებლად ცირა დანელიას რეზიუმე და სტატია იქნა წარდგენილ - Smart nanokomposite in the Al2O3-TiC system. Z.Kovziridze, N. Nizharadze, Ts. Danelia. 2023 წლის 1-3 მაისს ნიუ-იორკში ტარდება მერვე საერთაშორისო კონფერენცია - 8th. INTERNATIONAL NEW YORK CONFERENCE ON EVOLVING TRENDS IN INTERDISCIPLINARY RESEARCH & PRACTICES , პრეზენტაციებს ამ კონგრესებზე ცირა დანელია წარადგენს. ასევე, წელს გამოქვეყნდება სტატია ამერიკის, მსოფლიოში სამეცნიერო ჟურნალების ყველაზე დიდი გაერთიანების (200 ჟურნალზე მეტი) იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში: Advances in Materials Physics and Chemistry.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი