ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკზე თავდასხმაზე - ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს - გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა ტერორისტულ ქვეყანას პასუხს გასცემს.

„კუპიანსკი, ქალაქის ცენტრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს, გაანადგუროს: ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი ხალხი, კლავს უკრაინელებს აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. არ გვაქვს უფლება, ეს ერთი წამითაც კი დავივიწყოთ. ჩვენ გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ცნობილია მუზეუმის დაღუპული თანამშრომლისა და ათი დაშავებულის შესახებ. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები.

„დაბომბვის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური", - განაცხადა პრეზიდენტმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში