„არა რუსულ კლანს სასამართლოში“ - ამ ლოზუნგით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან აქციას მართავენ.
მათ ხელში უჭირავთ პლაკატები, რომლებზეც გამოსახული არიან მოსამართლეები. ისმის საყვირების ხმა.
როგორც აქციის მონაწილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების გარეშე ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ვერ მოხდება.
„ვიდრე ეს ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რუსულ კლანს სასამართლო ხელისუფლებში, სასამართლოს არ მოშორდებიან, მანამდე ჩვენს ქვეყანას არც დემოკრატიული, არც ევროპული მომავალი არ აქვს. ეს კარგად ჩანს არა მარტო ჩვენს მოთხოვნებში, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მათ სანქცირებაში და მათ მიერ ღიად გამოხატულ პოზიციებში," - განაცხადა ფავლენიშვილმა.