„შიდა აუდიტის გაძლიერება საქართველოს საჯარო სექტორში“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, პარტნიორებთან ერთად პროექტი „შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის საქართველოს საჯარო სექტორში“ წარადგინა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, ხოლო ადმინისტრირებას მსოფლიო ბანკი Ernst and Young-ის თურქეთისა და საქართველოს ოფისებთან ერთად უზრუნველყოფს.

„პროექტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების პროექტის ხელმძღვანელი პატრიკ უმა ტეტე.

ტექნიკური დახმარების პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიული ჭკუასელმა, Ernst & Young-ის პარტნიორმა, სერჰათ აქმესემ, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა, ნათია გულუამ და სახაზინო სამსახურის უფროსის მ.შ-მ, დავით გამყრელიძემ.

შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის განკუთვნილი ახალი პროექტი 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ ოთხ ძირითად ფაზას:

  • შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა
  • არსებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიების გამოყენება და ტრენინგები
  • მუნიციპალიტეტების საკრებულოებში შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლება
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სახელმძღვანელო და ტრენინგი

პროექტის ფარგლებში ტრენინგები განხორციელდება, როგორც ცენტრალური უწყებების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების შიდა აუდიტორებისთვის”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა