„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, შპს „ჯეოსთილმა“ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“ ობლიგაციების პირველი ემისია - 15,000,000 აშშ დოლარის ოდენობით წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ჯამურად დაგეგმილი 30,000,000 აშშ დოლარამდე ემისიის პირველი ტრანშია, მეორე ტრანშის ემისია 2023 წლის მეორე ნახევარში იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, განთავსებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ია (მთლიანი დარიცხული სარგებელი გადასახადების ჩათვლით). ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი დაფარვა 2025 წლის 21 აპრილს მოხდება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა მოთხოვნამ გადააჭარბა გამოშვებული ქაღალდების მოცულობას, რაც ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს.

„ემიტენტი გამოშვებული ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვებას გეგმავს. კომპანიას ასევე შემუშავებული აქვს მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩო (Sustainability-Linked Bond Framework), რომელზეც „მეორე მხარის მოსაზრება“ (Second Party Opinion) დამოუკიდებელმა შემფასებელმა, DNV Business Assurance Norway AS-მ გასცა. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების გამოშვება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ჯეოსთილი“ ხელს უწყობს ადგილობრივი ადამიანური რესურსების განვითარებას და ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პრაქტიკის დანერგვით აფართოებს ბიზნეს პროცესებს.

„ჯეოსთილი“ საქართველოში პირველი და ერთადერთი მძიმე მრეწველობის სექტორში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებს უშვებს. კომპანია ობლიგაციების პირველი ემისიიდან მიღებულ სახსრებს კაპიტალური დანახარჯებისა და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჯეოსთილის“ გენერალური დირექტორის ბალაკრიშნან საჯივის განცხადებით, „ჯეოსთილმა“ ჯამურად დაგეგმილი $30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პირველი ტრანში, $15 მილიონი აშშ დოლარი, წარმატებით გამოუშვა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „ჯეოსთილმა“ ჯამურად დაგეგმილი $30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პირველი ტრანში, $15 მილიონი აშშ დოლარი, წარმატებით გამოუშვა. ეს არის პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ ტრანზაქცია წაახალისებს მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და სხვა კომპანიებს მისცემს დამატებით მოტივაციას, რომ მათაც დაიწყონ მუშაობა გარემოდასცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს მძიმე მრეწველობის სექტორის განვითარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს განთავსების აგენტს - Galt & Taggart; და ყველა სხვა ჩართულ მხარეს“, - განაცხადა, „ჯეოსთილის“ გენერალურმა დირექტორმა ბალაკრიშნან საჯივიმ.

„გალტ & თაგარტის“-ის მმართველი დირექტორის ოთარ შარიქაძის თქმით კი, აღსანიშნავია გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების განთავსებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცენდენტო გარიგების წარმატებით განხორციელების პროცესში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. აღსანიშნავია გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების განთავსებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ეს ტრანზაქცია „გალტ & თაგარტისა“ და „ჯეოსთილის“ პირველი ერთობლივი განთავსებაა და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება. მსურს, მადლობა გადავუხადო და მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი