ირაკლი ქარსელაძე - ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის გარეშე გადაადგილება მალე აღდგეს

რიკოთის 149-ე კილომეტრზე კვლევა-ძიებისა და სამშენებლო სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაყვანილია გზები იმისთვის, რომ პრევენციისა და საბოლოო საინჟინრო გადაწყვეტილებების ღონისძიებები განხორციელეს და არსებობს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება.

მინისტრის თქმით, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის გაშვება დამოკიდებულია შესაბამის პროექტზე და წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მზადდება.

„როგორც გზის ჩაკეტვა და გადართვა, ასევე, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მეცნიერების, ექსპერტების მიერ დასაბუთებულ, გამოკვლეულ, დაპროექტებულ და შესაბამისად, რეკომენდაციაგაცემულ წინადადებებზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაჩქაროთ, როგორც საპროექტო, ასევე უშუალოდ სამუშაოების მიმდინარე ღონისძიებები, რათა მალევე გახდეს შესაძლებელი რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის გარეშე გადაადგილება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა