საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, მონაცემებს 2023 წლის მარტის მდგომარეობით აქვეყნებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 412.20 მლნ ლარით (0.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.55%-ით გაიზარდა) და მარტის ბოლოს 44.87 მლრდ ლარი შეადგინა და ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 275.08 მლნ ლარით (1.12%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 137.12 მლნ ლარით (0.69%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.09%-ით).
„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.39 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.42%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.50%-ით მეტი).
2023 წლის მარტის განმავლობაში 1.03%-ით, ანუ 246.27 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 24.08 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.45 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.24 პროცენტული პუნქტით)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში..
რაც შეეხება დეპოზიტებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 43.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 268.98 მლნ ლარით, ანუ 0.62%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.47%-ით მეტი).
„მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 74.07 მლნ ლარით, ანუ 0.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.48%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 343.05 მლნ ლარით, ანუ 1.28%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.16%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 46.49 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.75 პროცენტული პუნქტით).
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.83% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.13%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.81%, ხოლო ევროს წილმა 17.43% შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.