გიორგი ამილახვარმა UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის უმასპინძლა და მასთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კემლინ ფურლის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„თავის მხრივ, UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა სამინისტროსთან არსებული პარტნიორობით და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი სტატუსის მქონე ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და გეგმებზე იმსჯელეს.

კემლინ ფურლიმ საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისა და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს