გია ცაგარეიშვილი - ხელშესახებ პროგრესზე დაყრდნობით ვფიქრობთ, სტატუსი მოგვენიჭება - არ ვართ საზარბაზნე ხორცი, გვინდა თავაწეულები მივიდეთ ევროკავშირში და არა ცალ ფეხზე მდგომი

ხელშესახებ პროგრესზე დაყრდნობით ვფიქრობთ, სტატუსი მოგვენიჭება და უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოსწორდება - არ ვართ არავის საზარბაზნე ხორცი, გვინდა თავაწეულები მივიდეთ ევროკავშირში და არა ცალ ფეხზე მდგომი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ უპირობოდ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. ცაგარეიშვილის თქმით, ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ევროკომისია ნელ- ნელა მიდის გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„ხელშესახებ პროგრესზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ სტატუსი მოგვენიჭება და ეს უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოსწორდება. საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს საქართველო. ეს არ არის ცალმხრივი მოძრაობა. უზარმაზარი გზა გაიარა ქვეყანამ, რომ მოგვნიჭებოდა ეს სტატუსი, ფათერაკებით აღსავსე, სისხლიანი გზა, დაუნდობელი დაპირისპირების რუსეთის ფედერაციასთან, დიქტატორ პუტინთან და ვფიქრობ, ჩვენ ეს ყველაფერი დავიმსახურეთ. დავიმსახურეთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად, რომლებიც ნატო- ს მისიაში მსახურობდნენ ავღანეთში და დღესაც მსახურობენ ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მისიაში. ეს ბევრს ავიწყდება და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას არ გაუგზავნია თავის ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში. 100- მდე ჩვენი სამხედრო დღესაც ემსახურება მშვიდობის დამყარების მისიას აფრიკულ სახელმწიფოში. ასე რომ, გჭირდებოდეს ქართველი მეომარი და მისი სიცოცხლე მშვიდობის დასამყარებლად და არ გჭირდებოდეს საქართველო ევროკავშირში, ეს მე არ მესმის, ამას პირდაპირ გეუბნებით, სადღაც გულისწყვეტით. ჩვენ არ ვართ არავის საზარბაზნე ხორცი, ეს უნდა გაიგოს ყველამ და გვინდა თავაწეულები მივიდეთ ევროკავშირში და არა ცალ ფეხზე მდგომი ადამიანები,"- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ