ევროკომისია უკრაინას დღეს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, 1.5 მილიარდი ევროს მიაწვდის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„დღეს ჩვენ უკრაინას, წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, მორიგ 1.5 მილიარდ ევროს მივაწვდით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რათა მან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს.
„გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მისი ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის მუშაობის გაგრძელებაში და გადამწყვეტი რეფორმების გატარებაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.