დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში მომხმარებელთა ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

შეხვედრა გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებსაც სემეკის წარმომადგენლებმა გააცნეს ახალი ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ითვალისწინებს თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის პრინციპებს, სადაც ბაზრის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობები, კონკურენტული ფასის გამჭვირვალედ ჩამოყალიბება, აღნიშნული კი მომხმარებელს მისცემს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.

დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზება, რათა დაინტერესებულ პირებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ ახალი ენერგეტიკული ბაზრის პირობებში ვაჭრობის მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე.

„დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს მივაწოდეთ ინფორმაცია ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მათი შესაძლებლობების შესახებ. ცნობილია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზარი ეტაპობრივად გადადის ახალ მოდელზე, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ელექტროენერგია შეისყიდოს მისთვის საჭირო დროს კონკურენტულ ფასად. ახალი ბაზრის ფარგლებში მოხდება ბაზრის შიდა რესურსების ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სხვა ტიპის მომსახურებების დანერგვის ხელშეწყობა, გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლების აქტიური მონაწილეობა ბაზარზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, ბაზარზე შესვლისა და გასვლის თავისუფლება, სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზაცია“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი