იენს სტოლტენბერგი - თქვენ შეგიძლიათ ნატოს იმედი გქონდეთ - ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა

თქვენ შეგიძლიათ ნატოს იმედი გქონდეთ - ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნატოს გენმდივანმა იმედი გამთქვა, რომ საქართველო შიდა რეფორმებზე ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიულ სტანდარტებს დაიცავს.

“საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია და მოკავშირეების სრულიად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღეს ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა. კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით.

მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენ შეგიძლიათ ნატოს უწყვეტი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო შიდა რეფორმებზე ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიულ სტანდარტებს დაიცავს.

სწორედ ამიტომ მივესალმე “უცხოური გავლენის” კანონპროექტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა. ნატო კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი, რადგან თქვენ ამ მისწრაფებების ასრულებაზე მუშაობთ,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა