იენს სტოლტენბერგი - არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს

არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს „რუსეთის აგრესიულ ომზე და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე“.

„გასულ კვირას ვიყავი კიევში. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ იყო ნათელი. ნატო უკრაინის გვერდით დგას დღეს და იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების ტექსტიც ნატო-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა