კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და რითეილ ასოციაცია თანამშრომლობას იწყებენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი (CIU) და რითეილ ასოციაცია ( Retail Association) თანამშრომლობას იწყებენ.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, 26 აპრილს, 12:00 საათზე, მხარეთა შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

შეხვედრას გახსნის ბიზნესისა და ტექნოლოგიოების ფაკულტეტის დეკანი - მარიკა კლდიაშვილი. ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს რითეილ ასოციაციის ( Retail Association) გამგეობის თავმჯდომარე - სოფიო ქაშაკაშვილი და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელი - მარიამ თევდორაძე.

„ამავე შეხვედრის ფარგლებში, კომერციული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც წიგნის ავტორები: მირანდა მანჯგალაძე (რითეილ ექსპერტი) და ია ნადირაშვილი (რითეილ კონსულტანტი) წარადგენენ. გზამკვლევი მიზანია მეწარმეებს მისცეს პრაქტიკული რჩევები კომერციულ მოლაპარაკებებთან და გარიგებებთან დაკავშირებით, კერძოდ, კომერციული გზამკვლევი განკუთვნილია ყველა მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომელთაც ორგანიზებულ საცალო მოვაჭრეებთან, ანუ რითეილერებთან თანამშრომლობის გზით, სურთ განავითარონ და გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, ყველა იმ დაინტერსებულ პირთა წრისათვის, ვისაც სურს FMCG (სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების) სექტორის შესახებ შეიტყოს.

აღსანიშნავია, რომ კომერციული გზამკვლევი USAID -ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა”, - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი