აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება - მოთხოვნით, “წამალი ბავშვებს” მსვლელობა დღესაც გაიმართა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან პრეპარატ "ვოსორიდიტის" ქვეყანაში შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედის, ქეთი ბეგიაშვილის თქმით, რომელიც პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, პრეზიდენტი არ არის ფინანსური პრობლემის გადამწყვეტი პირი, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება.

“პრეზიდენტი შეხვედრის დაწყებამდე გაეცნო მედიკამენტის ანოტაციას. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მედიკამენტი საკვლევია, ან გვერდითი მოვლენები აქვს. პრეზიდენტი ემხრობა მსოფლიოს აღიარებას, რომ მედიკამენტი არის უსაფრთხო. პრეზიდენტი არ არის ფინანსური პრობლემის გადამწყვეტი პირი. პრეზიდენტი შუამავლობას ვერ გაგვიწევს პრემიერთან, შუამავლობას გაგვიწევს მთელ მსოფლიოსთან.

ჩვენდა სამწუხაროდ ამათთვის პრეზიდენტიც არ არის ავტორიტეტი, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ავტორიტეტი. ჩვენ არ გავჩერდებით. ვიქნებით აქ, ვიდრე მედიკამენტს არ მივიღებთ”, - განაცხადა ბეგიაშვილმა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა და მხარდაჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი სკანდირებდნენ: “წამალი ბავშვებს!”.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი