აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა - პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ დაგვეხმარება

გამოთქვა მზაობა, რომ დაგვეხმარება, გაგვიზიაროს ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ჩვენი ქართველი ექიმები გადაამზადოს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ, ლია შავიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლია შავიშვილის თქმით, პრეზიდენტის დაპირება აქონდროპლაზიით დაავადებულთა დედებისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა.

„ქალბატონ სალომეს ვუთხრით ჩვენი მდგომარეობის შესახებ. მან იცოდა ეს ამბავი და გვითხრა, რომ ამ ხნის განმავლობაში თვალ-ყურს გვადევნებდა და გამოთქვა მზადყოფნა, იმის გამო, რომ გუშინ პრემიერის მიერ იყო დასახელებული, რომ თანხა არ არის პრობლემა, ბიუჯეტში არის საჭირო თანხა და საჭიროა კიდევ უფრო მეტად დარწმუნება, რომ ეს მედიკამენტი არის საკმაოდ ეფექტური, ის დაგვეხმარება, გაგვიზიაროს ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ჩვენი ქართველი ექიმები გადაამზადოს ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მეტი აქტივობა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და დროულად, გაკეთდეს და დაიწეროს ეროვნული გაიდლაინი, პროტოკოლი, რომელშიც ჩართული იქნებიან ევროპის მოწინავე ქვეყნები და გაზიარებული იქნება მათი გამოცდილება. ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა იმისთვის, რომ დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და როგორც მინისტრის დაპირება იყო, დროულად შემოვიდეს ეს მედიკამენტი საქართველოში“, - განაცხადა ლია შავიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი