პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით თბილისში უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან შეხვედრები გამართეს

ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, თბილისის კლასიკური გიმნაზიის, 74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და ძველი თბილისის რაიონის „ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ე.წ. „ქურდული სამყაროს“ დანაშაულების სპეციფიკაზე, არსებულ კანონმდებლობაზე, აღნიშნული დანაშაულების მიმართ საქართველოს პროკურატურის მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, დანაშაულთან ბრძოლის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ კრიმინალური სუბკულტურის დამარცხებაში საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელოვან როლს.

„შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.

საინფორმაციო კამპანია „ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება“ მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენციას.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში