ბაჩო დოლიძე - თურმე ხელისუფლება პრეპარატზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, რას გვეუბნებიან? - მშობლებზე მეტად ზრუნავენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე?

“ბლექ სი არენას” შენახვისთვის თუ სახსრებს ვპოულობთ, რა გახდა 12 ბავშვისთვის ამ მედიკამენტის შეძენა?! , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

დოლიძის თქმით, “ამაზრზენი საყურებელია” თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ.

“პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობ ამ ადამიანებს. გამწარებულ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შვილებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვენ.

ამაზრზენი საყურებელია, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ამ ბავშვების მიმართ. აქ ხომ პოლიტიკას არ ეხება საკითხი. რამდენიმე ბავშვს ეხება საქმე, რომელიც გვყავს საპატრონო. საუბარი იმაზე, რომ თურმე ხელისუფლება პრეპარატზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, ამით რას გვეუბნებიან? მშობლებზე უფრო მეტად ზრუნავენ ამ ბავშვებზე? წარმოუდგენელი განცხადებებია.

“ბლექ სი არენას” შენახვისთვის თუ სახსრებს ვპოულობთ, რა გახდა 12 ბავშვისთვის ამ მედიკამენტის შეძენა?! ვერანაირ არგუმენტს ვერ მიიღებს ეს ხალხი. ჩვენ გვყავს გასაწირი შვილები? ისე საუბრობენ, გეგონება თავიანთი ჯიბიდან იღებენ ამ ფულს”, - განაცხადა დოლიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ