ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - უკრაინას Challenger 2-სთვის საბრძოლო მასალის ათასობით ერთეული გავუგზავნეთ, მათ შორის ჭურვები გაღარიბებული ურანით

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ათასობით სატანკო საბრძოლო მასალა გაუგზავნა, მათ შორის გაღარიბებული ურანით. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯეიმს ჰიპი ავრცელებს.

“უკრაინას Challenger 2 [ტანკებისთვის] საბრძოლო მასალის ათასობით ერთეული გავუგზავნეთ, მათ შორის ჯავშანგამტანი ჭურვები გაღარიბებული ურანით. ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, უკრაინის მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის ხარჯვაზე კომენტარს არ გავაკეთებთ”, - წერს ჯეიმს ჰიპი დეპუტატ კენი მაკასკილის წერილობით მოთხოვნაზე პასუხად.

ჰიპიმ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Challenger 2 ტანკები და საბრძოლო მასალა გაღარიბებული ურანით ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლშია და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თვალს არ ადევნებს ადგილმდებარეობას, თუ საიდან ისვრიან უკრაინელი სამხედროები ჭურვებს გაღარიბებული ურანით უკრაინის ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, საბრძოლო მასალა გაღარიბებული ურანით არ ითვლება ქიმიურ ან ბირთვულ იარაღად, შესაბამისად მისი გამოყენება საერთაშორისო ნორმების მხრივ არანაირად არ რეგულირდება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს