რუსეთის საელჩო - ლონდონი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ურანის ჭურვების გადაცემის გამო პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში გაღარიბებული ურანის ჭურვების გამოყენების შედეგებზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს, - ამის შესახებ ლონდონში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„ახლა სრულიად ნათელია, რომ დასავლეთმა ამ ქვეყანას მოუმზადა არა მხოლოდ ანტირუსული სამხედრო პოლიგონის, არამედ რადიოაქტიური „სამარხის“ როლი“, - აცხადებენ საელჩოში.

მათი მტკიცებით, ლონდონი ვერ შეძლებს პასუხისმგებლობა კიევზე გადაიტანოს და თავად „წყლიდან მშრალი ამოვიდეს“.

„მოვუწოდებთ ბრიტანეთის ხელისუფლებას, ნუ ექნებათ მოჩვენებითი იმედები, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ისრების გადატანით, რომლის განკარგულებაშიც ტოქსიკური საბრძოლო მასალა აღმოჩნდა, შეძლებენ წყლიდან მშრალი ამოვიდნენ. ლონდონი ვერ შეძლებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის კიევზე გადატანას“, - აღნიშნავენ რუსი დიპლომატები.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯეიმს ჰიპმა გუშინ განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ათასობით სატანკო საბრძოლო მასალა გაუგზავნა, მათ შორის გაღარიბებული ურანით.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა