„საქარველოს ბანკისა“ და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტში - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“, მეღვინეობა „ამბრა“ ჩაერთო

„საქართველოს ბანკი“ საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტს „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 70-მა კომპანიამ შეძლო ბიზნესის გაციფრულება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ამბრა“.

მათივე ცნობით, კომპანია „ამბრა“ 2020 წელს, რაჭაში დაფუძნდა. ის ენდემურ რაჭულ, ლეჩხუმურ და იმერულ ღვინოებს აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაშია 2 ჰა ვენახი ხვანჭკარის მიკრო ზონაში. მეღვინეობა „ამბრა“ ჯამში 13 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა ვაშლის ცქრიალა ღვინოც.

„კომპანია ყოველთვის თამამად ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჯიშზე და ტექნოლოგიაზე. 2022 წელს შეიქმნა ვაშლის პეტნატი, რომელიც დამზადებულია რაჭის მთებში დაკრეფილი ველური ვაშლისგან, ეს კი ღვინოს განუმეორებელ თვისებებს სძენს. კომპანია მომხმარებელთან ყოველთვის ემოციურ ბმაშია და ვიზიარებთ მათ აზრს. ვცდილობთ პროდუქტი იყოს მორგებული მომხმარებელზე და არა პირიქით. „ამბრა“ საქართველოს ბაზარზე მალევე გახდა პოპულარული და კომპანია წელიწადში უკვე 20 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ჩვენი პროდუქტი გარდა ადგილობივი ბაზრისა, ევროპის 4 ქვეყანაში, ჩინეთში, იაპონიაში და ამერიკაში იყიდება. „ამბრა“ არის პირველი კომპანია რაჭიდან, რომელმაც მოახერხა ამერიკის ბაზარზე 13 სახეობის რაჭული და იმერული ენდემური ჯიშებისგან დამზადებული ღვინის შეტანა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ბიზნესის გაციფრულება წარმოადგენდა, რადგან კომპანიის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად მოწესრიგებული ვებგვერდი აჩენს მეტ ნდობას და ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტად გეხმარება. პროექტის ფარგლებში დამზადებულმა ვებგვერდმა კომპანიას შეუმცირა ხარჯები, გაზარდა ბრენდის ცნობადობა და დღეს ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მარტივად მიიღოს ვებგვერდიდან ჩვენი კოპანიისა თუ პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაცია“, - აღნიშნავს კომპანია „ამბრას“ დამფუძნებელი, აკაკი სირაძე.

ინფორმაციისთვის, პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ინტერნეტის საშუალებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა სურთ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ