პრობაციის სააგენტო - პირველად მუნიციპალურ დონეზე, პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველად მუნიციპალურ დონეზე, პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს.

„მემორანდუმის საფუძველზე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, დასაქმების ობიექტების რიცხვი გაიზარდა, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად განაწილდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.

ასევე, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სააგენტოს ბენეფიციარებისთვის ფსიქიატრისა და ნარკოლოგის პირველადი კონსულტაციის დაფინანსების მხარდაჭერაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა