ქართველი ნოტარიუსები გერმანიის ნოტარიატის სამართლებრივ და პრაქტიკულ რეგულაციებს გაეცნენ

საერთაშორისო სამემკვიდრეო სამართალი, ფულის გათეთრების პრევენცია სანოტარო სფეროში, მომხმარებელთა დაცვის და ქონებრივი დეველოპერული კონტრაქტები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებმა ქართველ ნოტარიუსებთან გამართული სემინარის ფარგლებში იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარმა წარმომადგენელმა, რიჰარდ ბოკმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის დირექტივაზე, სამშენებლო ხელშეკრულების დადების ეკონომიკურ მნიშვნელობასა და უძრავი ქონების სამართალში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა. გერმანიის ნოტარიატის ინსტიტუტის წარმომადგენელმა დოქტორმა, რემბერტ ზიუსმა კი ქართველ ნოტარიუსებს საერთაშორისო სამემკვიდრეო სამართალის რეგულაციები გააცნო.

„სემინარი საქართველოს და გერმანიის ნოტარიუსთა პალატებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ნოტარიუსთა პალატებს შორის სასწავლო ღონისძიებებისა და ტრენინგების გამართვასაც ითვალისწინებს.

ქართულ-გერმანულ სემინარს ნოტარიუსები, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი