დენის შმიგალი - უკრაინის ატომური ობიექტების სიახლოვეს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია და სამხედრო ბაზად გადაქცევა, მსოფლიოს ახალი კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს

უკრაინის ატომური ობიექტების სიახლოვეს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია და მისი სამხედრო ბაზად გადაქცევა, მსოფლიოს ახალი კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს, რომლის მასშტაბებმა შეიძლება გადააჭარბონ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წელს მომხდარი ავარიის შედეგებს,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 37 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, მაშინ უკრაინა და მსოფლიო ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კატასტროფას წააწყდნენ, რომლის შედეგადაც თითქმის 5 მილიონი ადამიანი დაზარალდა.

„საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დუმილმა და სიცრუემ ტრაგედიის შესახებ, მიგვიყვანა საშინელ შედეგებამდე, რომლებიც თანამედროვე უკრაინის ფარგლებს ძალიან შორს გასცდა. ჯამში დაზარალდა თითქმის 5 მილიონი ადამიანი“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა „ტელეგრამის“ გვერდზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანას უნდა ახსოვდეს მოვლენები და შედეგები, რომლებიც 1986 წლის 26-მა აპრილმა მოიტანა იმისთვის, რათა გადამწყვეტად ებრძოლონ რუსეთის ბირთვულ ტერორს.

„და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და რუსეთის ფედერაციის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება“, - განაცხადა შმიგალმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა