UK Fintech week-ზე „თიბისის” API გუნდის წევრი დავით კიკვიძე სიტყვით გამოვიდა

„თიბისის” API გუნდის წევრი დავით კიკვიძე IFGS 2023-ზე ისეთ სპიკერებს შეუერთდა, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური სერვისებსა და ფინტექ ეკოსისტემებს ქმნიან და ავითარებენ.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლიდერმა ფინანსურმა ინოვატორმა ინგლისმა წელს რიგით მეცხრედ ფინტექ კვირეულს უმასპინძლა.

„წელს დისკუსიების აქცენტები ძირითადად გლობალური ფინტექ ეკოსისტემის გაძლიერებას დაეთმო. ფინტექ სერვისები გზას უხსნის ეკონომიკურ ზრდას, მდგრადობას და ფინანსურ სისტემას, სწორედ ამ პრაქტიკებზე დაყრდნობით შეირჩნენ წლევანდელი სპიკერებიც, რომელთა შორის Starling Bank-ის დამფუძნებელი ანი ბოდინი, Coinbase-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ბრაინ არმსტრონგი და Clear Bank-ის დირექტორი ჩარლს მაკმანუსი იყვნენ.

UK Fintech Week არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ფინტექის სფეროში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან თავს იყრიან წამყვანი კომპანიები, აზიარებენ საკუთარ მიღწევებს და ინოვაციებს, რითაც ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, კავშირებს, პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „თიბისის“ ცნობით, თითოეული კომპანიისთვის ამ ღონისძიებაზე გამოჩენა, ნიშნავს მისი ცნობადობის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

„ჩემი სიტყვით გამოსვლის მიზანი საქართველოს ეკოსისტემის მსოფლიო ფინტექ საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად ვითარდება ფინტექის მიმართულებით, დღეს უკვე გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, სარეგულაციო გარემოც და ფინანსური სტაბილურობაც, რომ უმსხვილესი ფინტექ კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში შემოსვლით“,- განაცხადა დავით კიკვიძემ.

„თიბისი“ საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან ფინანსურ სერვისებს სთავაზობს.

„თიბისის“ ცნობით, დავით კიკვიძემ ლონდონში საერთაშორისო ბაზარს „თიბისი“ გააცნო როგორც წამყვანი ტექნოლოგიურ კომპანიას რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ფინტექ სფეროს განვითარებაში.

„თიბისის“ გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში, UK Fintech Week- ზე „თიბისის“ გუნდის წევრის დასწრებაც ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ფინტექ კვირეულმა შეგვძინა ახლებური ხედვა, რადგან მსოფლიოს ფინანსური სისტემა, მათ შორის ბანკინგი, ტრანსფორმაციას განიცდის. სრულიად ახალ ბიზნეს მოდელებზე ხდება გადაწყობა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ "თიბისიმ" ამ პროცესებს არ ჩამორჩეს. მაქსიმალურად ვეცადე მეტი სიახლე და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესახებ ჩამომეტანა ინფორმაცია, რომელიც ბანკისთვის ღირებულია“,- განაცხადა დავით კიკვიძემ.

„თიბისის“ წარმომადგენელს ამ ღონისძიებაზე სპიკერის რანგში გამოსვლის შესაძლებლობა ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით მიეცა. UK Fintech week - ის მთავარი აქცენტი ბანკების და ფინტექის თანამშრომლობა იყო, რადგან საბანკო სერვისების დისტრიბუციის მომხმარებლამდე სრულად ფინტექ კომპანიები შეითავსებენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს