„უძრავი ქონების ექსპოს“ კვირეულის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიაში“ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build გაიმართება.
მასში მონაწილეობას 110 კომპანია მიიღებს 13 ქვეყნიდან.
გამოფენა მე-11, მე-6 პავილიონში და გარე სივრცეში მოეწყობა სადაც წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან.
მათ შორის იქნება:
სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, სარემონტო და სამშენებლო მასალები, ელექტრო და მექანიკური სისტემები, აუზები ლანდშაპფტი და გარე სამუშაოები.
სამი დღის განმავლობაში გაიმართება პარალელური ღონისძიებები და სადისკუსიო პანელები.
როგორც „ექსპო ჯორჯიაში“ აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრაა ჩანიშნული.
29 აპრილს (15:00, მე 11 პავილიონი) საქართველოში პოტენციური პარტნიორობის პოვნის მიზნით 10-მდე კომპანია ჩამოდის პოლონეთიდან, ამ შეხვედრისას თქვენ გაიცნობთ უმსხვილეს სამშენებლო მასალების მწარმოებელ პოლონურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან, ბიზნეს პარტნიორების,წარმომადგენლების პოვნით საქართველოში.
მოისმინეთ მათი პროდუქტის და თანამშრომლობის შეთავაზებაზე მეტი დეტალი.
პარალელურად 11-ე პავილიონის საკონფერენციო სივრცეში თიბისი კაპიტალი სამშენებლო მასალებზე ქვეყანაში არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებაზე კვლევის შედეგებს წარადგენს, რომელიც სამშენებლო მასალების მაწარმოებელ კომპანიებს დაანახებს სად არის კომპანიის გაფართოების თუ ახალი წარმოების წამოწყების პოტენციალი.
საჯარო და კერძო სექტორი ასევე გაგვაცნობს დაფინანსების შესაძლებლობებს ამ სექტორისთვის.
(R)