ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს

ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის შარლ მიშელთან შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა, მიშელის განცხადება საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

„ხელისუფლების წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ფანტასტიკური შეხვედრები ჰქონდათ შინაარსობრივად და ძალიან კმაყოფილები არიან მაშინ, როცა შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი პროცედურებიც გაუქმდა და პირდაპირ ვნახეთ მოწოდება, რომ დემოკრატიული რეფორმების გარეშე, მართლმსაჯულების სისტემაში წინგადადგმული ნაბიჯების გარეშე, უბრალოდ მეგობრობაც შეუძლებელი იქნება ჩვენ ქვეყანას და ევროკავშირს შორის. ეს ხდება იმ მოცემულობის ფონზე, რომ ხელისუფლება ანადგურებს სტრატეგიულ პარტნიორებთან წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს შტურმით პარტნიორების წინააღმდეგ, აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია