კახა კალაძე - გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ მეტი ავარიული კორპუსი ჩავანაცვლოთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსახლეობა დამატებით ფართებს ითხოვს - ეს აბრკოლებს პროცესს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ავარიული საცხოვრებელი კორპუსები ჩაანაცვლოს, თუმცა, მოქალაქეებმა ახალი კორპუსის აშენების შემდეგ, დამატებითი საცხოვრებელი ფართი აღარ უნდა მოითხოვონ.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, მერია ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს დროებით ქირით გაიყვანს და დაახლოებით, 2 წელში მათ ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი ექნებათ.

„გვაქვს იმის სურვილი და შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდეს, თუმცა არის შემთხვევები, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს დამატებით ფართებს. პირობითად, თუ ადამიანი ცხოვრობს 100 კვ მეტრში, არის შემთხვევები, როდესაც 20-30-15 კვ.მ.-ით მეტს ფართს ითხოვს, რისი გაკეთებაც მერიას არ შეუძლია, ამის უფლება არ გვაქვს. ეს აბრკოლებს ჩანაცვლების პროგრამის პროექტის განხორციელებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, მეგობრებო, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ერთი-ერთში ჩავანაცვლოთ თქვენი საცხოვრებელი ფართი და ავარიული შენობა-ნაგებებს ნაცვლად, ახალი კორპუსი აგიშენოთ, დროებით, სანამ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, გაგიყვანოთ ქირით, იჯარით, ისე, რომ თქვენ არ მოგიწიოთ არცერთი თეთრის გადახდა. 2 წლის თავზე, როდესაც სამუშაოები დამთავრდება, სრულიად ახალი საცხოვრებელი კორპუსი გადმოგეცემათ, გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მერია ამ მიმართულებით მუშაობს.

როგორც კალაძემ განმარტა, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ამჯერად ვარკეთილის დასახლებაში განხორციელდება.

„დღეს მინდა მორიგი პროექტი გაგაცნოთ - ერთ-ერთი ავარიული სახლი ვარკეთილის დასახლებაში, კონკრეტულად, მესამე მასივი, მე-10 კვარტალში მდებარე მე-9 კორპუსი, რომელიც არის 4-სართულიანი შენობა, ავარიულია. უვარგისი შენობა-ნაგებობაა საცხოვრებლად. მეოთხე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული. 45 ოჯახი ჩვენ ქირით გვყავდა გაყვანილი, რადგან იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო, ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. გვაქვს შესაძლებლობა, მოხდეს აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და ახალი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოების წარმოება. სამწუხაროდ, უნდა აღნიშნოს, რომ ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს დედაქალაქში, რომელიც არის დაზიანებული, მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დანგრეული და ავარიული შენობა-ნაგებობების ნაცვლად, მათ გადაეცემათ ახალი, თანამედროვე, ქართულ არქიტექტურის შენობა-ნაგებობა და მათი საცხოვრებელი ყველანაირად მოწესრიგებული იქნება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი