თბილისის მერია სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს

თბილისის მერია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა სპორტული ცენტრების სერვისით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას მოიცავს.

„სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამა, პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში დაინერგება. ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ სერვისით მოსარგებლე 500 მოზარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის 26 აპრილიდან 5 ივნისამდე (მუხიანისა და ლილოს სპორტულ კომპლექსებში)“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კომპლექსური სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციები გაიცემა.

„საპილოტე პროგრამის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში. სამედიცინო შემოწმება განხორციელდება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი