გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს უმასპინძლა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრმა ელჩს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო და მასთან ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე და განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები განიხილა.

„გიორგი ამილახვარმა მარკ კლეიტონს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი პარტნიორობის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლობის მექანიზმებზე იმსჯელეს. ამასთან, განიხილეს დისტანციური/ონლაინ სწავლების ახალი კონცეფციის შექმნის საკითხები და ერთობლივი და ორმაგი პროგრამების აქტიური დანერგვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შეხვედრის ბოლოს, ბრიტანეთის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების სრული მზადყოფნა გამოთქვა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გააქტიურდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს